Agrolite CMH LEC 315w
 
- +

აღწერა

გაზრდისათვის  მცენარეებს სჭირდებათ სინათლე. თუმცა, ყველა სახის შუქი არ მუშაობს, ფოტოსინთეზისათვის, რადგან მცენარეებს სჭირდებათ სინათლის სპეციფიკური ტიპი, რომელსაც ეწოდება PAR (Photosynthetically Active Radiation) ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივება. PAR შუქის მთლიან რაოდენობას, რომელიც გამოსხივებულია ნებისმიერი სინათლისგან, ეწოდება PPF (Photosynthetic Photon Flow)ფოტოსინთეზური ფოტონის ნაკადი.  სწორედ CMH (CERAMIC METAL HALIDE) განათება  წარმოქმნის ყველაზე მეტ PPF-ს.  600w CMH განათებით მიიღება ზუსტად ის შედეგი, რაც მიიღება 1200 w  HPS (სოდიუმის) ნათურით.

გარდა წარმოუდგენლად დიდი PPF-ის LEC (CMH ასევე მოიხსენიებენ როგორც, LEC (LIGHT EMITING CERAMIC) განათება ასევე წარმოქმნის ინფრაწითელ და ულტრაიისფერ შუქს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის,  ფოტოსინთეზის გაუმჯობესებლად, უფრო დიდი და მსხვილი ყვავილების წარმოქმნისათვის.

LEC ნათურები HPS ნათურებისაგან განსხვავდება იმით, რომ ისინი უფრო მცირე ზომისაა, ასევე კლასიკური HPS ნათურებისაგან განსხვავებით ისინი მუშაობენ როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად. LEC ნათურები  დამზადებულია კერამიკისგან ჩვეულებრივი კვარცის ნაცვლად, ამის გამო LEC ნათურები გამოიმუშავებს ნაკლებ სითბოს ვიდრე HPS ნათურა.

CMH ნათურების  Color Rendering Index (CRI) ნიშანი,  მზის ნათებასთან  საკმაოდ ახლოსაა. HPS ზრდის ნათურების CRI  მაჩვენებელი  20-30, ლითონის ჰალოიდების MH CRI  მაჩვენებელი  60-65-ია, ხოლო CMH ზრდის ნათურები  CRI რეიტინგში პირველია 90 - 92 , რაც მას მხოლოდ 8 ქულით აშორებს ჩვენი ყველაზე ბუნებრივი სინათლის წყაროს. 

LEC ნათურების სოკეტებს უწოდებენ PGz18, ისინი ხრახნის გარეშეა და ნათურა მაგრდება ნახევრად შემობრუნებით.

მცენარეთა გაზრდისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული განათების საშუალებებია HPS, LED და LEC სანათურები.  თუმცა LEC განათება HPS და LED  განათებებთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს დებს. LEC განათებით მიიღებთ წარმოუდგენლად დიდ მოსავალს 1.2-1.8  გრამი  1 ვატ ძაბვაზე. ანუ 1000w ნათურის მოსავლიანობა დაახლოებით  1200-1800 გრამია კვადრატულ მეტრზე.

 HPS ნათურებით გაზრდისას ზამთარში იმდენად არ იქმნება პრობლემა, მაგრამ  ზაფხულში, როდესაც გარე ტემპერატურა მატულობს, აუცილებლად დაგჭირდებათ კონდიციონერი ან გაგრილების საშუალება, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ტემპერატურა ბოქსში. თუ იყენებთ LED სისტემას, ზაფხულში პრობლემები არ შეგექმნებათ; ზამთარში კი  დაგჭირდებათ გათბობის სისტემა, რადგან LED ნათურები ძალიან ცოტა სითბოს გამოყოფენ.   თუ თქვენ იყენებთ LEC სისტემას, ტემპერატურა თქვენს ბოქსში ბევრად უფრო სტაბილური და ადვილად კონტროლირებადი გახდება, გამათბობლების ან გამაგრილებლების საჭიროების გარეშე - თუ სადმე ცხელ ტროპიკულ ადგილას არ ცხოვრობთ. LEC ნათურების სიმხურვალით გამოყოფილი  ტემპერატურა ბოქსში  დაახლოებით 4-8 გრადუსით ნაკლებია HPS ნათურასთან შედარებით და 3-6 გრადუსით მეტია LED ნათურასთან შედარებით.  

მახასიათებლები

მსგავსი პროდუქცია

სოდიუმის ნათურის გამაგრილებელი მილი
175.00 ₾ დან
სოდიუმის ნათურის გამაგრილებელი მილი
ყიდვა
კვების ბლოკი Hortilight 600W
480.00 ₾ დან
კვების ბლოკი Hortilight 600W
ყიდვა
Agrolite Luminaire 1000W DE
1850.00 ₾ დან
Agrolite Luminaire 1000W DE
ყიდვა
Agrolite Luminaire CMH 630w (2X 315w)
1600.00 ₾ დან
Agrolite Luminaire CMH 630w (2X 315w)
ყიდვა