-
წარმატებით დაემატა

აღწერა
განათების ფართობი: 1.5 კვ/მ
გაზრდისათვის მცენარეებს სჭირდებათ სინათლე. თუმცა, ყველა სახის შუქი არ მუშაობს, ფოტოსინთეზისათვის რადგან მცენარეებს სჭირდებათ სინათლის სპეციფიკური ტიპი, რომელსაც ეწოდება PAR (Photosynthetically Active Radiation) ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივება. PAR შუქის მთლიან რაოდენობას, რომელიც გამოსხივებულია ნებისმიერი სინათლისგან, ეწოდება PPF (Photosynthetic Photon Flow)ფოტოსინთეზური ფოტონის ნაკადი. სწორედ CMH (CERAMIC METAL HALIDE) განათება წარმოქმნის ყველაზე მეტ PPF-ს. 600w CMH განათებით მიიღება ზუსტად ის შედეგი, რაც მიიღება 1200 w HPS (სოდიუმის) ნათურით.
გარდა წარმოუდგენლად დიდი PPF-ის LEC (CMH ასევე მოიხსენიებენ როგორც, LEC (LIGHT EMITING CERAMIC) განათება ასევე წარმოქმნის ინფრაწითელ და ულტრაიისფერ შუქს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის, ფოტოსინთეზის გაუმჯობესებლად, უფრო დიდი და მსხვილი ყვავილების წარმოქმნისათვის.
LEC ნათურები HPS ნათურებისაგან განსხვავდება იმით, რომ ისინი უფრო მცირე ზომისაა, ასევე კლასიკური HPS ნათურებისაგან განსხვავებით ისინი მუშაობენ როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად. LEC ნათურები დამზადებულია კერამიკისგან ჩვეულებრივი კვარცის ნაცვლად, ამის გამო LEC ნათურები გამოიმუშავებს ნაკლებ სითბოს ვიდრე HPS ნათურა.
CMH ნათურების Color Rendering Index (CRI) ნიშანი, მზის ნათებასთან საკმაოდ ახლოსაა. HPS ზრდის ნათურების CRI მაჩვენებელი 20-30, ლითონის ჰალოიდების MH CRI მაჩვენებელი 60-65-ია, ხოლო CMH ზრდის ნათურები CRI რეიტინგში პირველია 90 - 92 , რაც მას მხოლოდ 8 ქულით აშორებს ჩვენი ყველაზე ბუნებრივი სინათლის წყაროს.
LEC ნათურების სოკეტებს უწოდებენ PGz18, ისინი ხრახნის გარეშეა და ნათურა მაგრდება ნახევრად შემობრუნებით.
მცენარეთა გაზრდისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული განათების საშუალებებია HPS, LED და LEC სანათურები. თუმცა LEC განათება HPS და LED განათებებთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს დებს. LEC განათებით მიიღებთ წარმოუდგენლად დიდ მოსავალს 1.2-1.8 გრამი 1 ვატ ძაბვაზე. ანუ 600w ნათურის მოსავლიანობა დაახლოებით 700-1000 გრამია.
HPS ნათურებით გაზრდისას ზამთარში იმდენად არ იქმნება პრობლემა, მაგრამ ზაფხულში, როდესაც გარე ტემპერატურა მატულობს, აუცილებლად დაგჭირდებათ კონდიციონერი ან გაგრილების საშუალება, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ტემპერატურა ბოქსში. თუ იყენებთ LED სისტემას, ზაფხულში პრობლემები არ შეგექმნებათ; ზამთარში კი დაგჭირდებათ გათბობის სისტემა, რადგან LED ნათურები ძალიან ცოტა სითბოს გამოყოფენ. თუ თქვენ იყენებთ LEC სისტემას, ტემპერატურა თქვენს ბოქსში ბევრად უფრო სტაბილური და ადვილად კონტროლირებადი გახდება, გამათბობლების ან გამაგრილებლების საჭიროების გარეშე - თუ სადმე ცხელ ტროპიკულ ადგილას არ ცხოვრობთ. LEC ნათურების სიმხურვალით გამოყოფილი ტემპერატურა ბოქსში დაახლოებით 4-8 გრადუსით ნაკლებია HPS ნათურასთან შედარებით და 3-6 გრადუსით მეტია LED ნათურასთან შედარებით.