-
წარმატებით დაემატა

აღწერა
მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი დამატენიანებელი კომპლექტი Mist Maker
კომპლექტი შედგება:
დენის გადამყვანი ადაპტორით
დამატენიანებელი დისკით ზომა: 20მმ
სათადარიგო კერამიკული მემბრანა
თავის ზომა 1.5" დიამეტრი x 1.75" სიმაღლე.
ტივტივა დამატენიაბებლისათვის
ავზი: ნებისმიერი ჭურჭელი
ძაბვა: 110V/24V AC;
Mist Maker ერთმემბრანიანი დამატენიანებელია, რომელიც წარმოქმნის ელექტრულ რხევებს ულტრაბგერითი სიხშირეების დონეზე. კერამიკული მემბრანა გარდაქმნის ელექტრულ რხევას მექანიკურ რხევად, სწორედ ეს რხევები ქმნის ორთქლს და წყლის შესხურებას. ეს რხევები ასევე წარმოქმნის უარყოფით იონებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაერის გაგრილებას, ხოლო ორთქლი ატენიანებს ოთახს.
ხშირად მშრალ ადგილებში ან ცხელ სათბურებში ან გროუბოქსებში, ტენიანობა შედარებით დაბალია. ვეგეტაციის პერიოდში მცენარეს უნდა ჰქონდეს ფარდობითი ტენიანობა 60-დან 75%-მდე, ყვავილობისას 60%-ზე ნაკლები, ხოლო კალმებს 80%-ზე მეტი ფარდობითი ტენიანობა.
გარემოს ტენიანობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია . ულტრაბგერითი დამატენიანებელი ზრდის ტენიანობას ოთახში, ქმნის ტროპიკულ გარემოს თქვენი მცენარისთვის. Mist maker ზომით ყველაზე მცირეა არსებულ ბაზარზე, ვინაიდან 4 სმ x 2,5 სმ რეალური ზომით მას შეუძლია გაზარდოს ტენიანობა თქვენს გროუბოქსში
ამ პატარა დამატენიანებლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას არ აქვს შეზღუდვა წყლის რაოდენობაზე, რადგან ავზი არჩევითია. მას შეუძლია 1 ლიტრიანი ავზებით მუშაობა. ან 100 ლ., ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს ხელთ არსებულ სივრცეზე. ამ პატარა მოწყობილობის მიერ წარმოებული ორთქლი არის თეთრი, სქელი და ცივი, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის აწევა გროუბოქსში.
დამატენიანებელი ასევე ზღუდავს მწერების შეტევებს და ხელს უწყობს მცენარეების ფოტოსინთეზს.
ხმაურის დონე და ენერგიის მოხმარება მინიმალურია, მაგრამ მაღალი ხარისხის შედეგი გარანტირებულია